აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია
„გლობალიზაცია: ტენდენციები და პერსპექტივები“
ორგანიზატორი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თარიღი
11-12 ოქტომბერი, 2019
ჩატარების ადგილი
თბილისი, საქართველო
ვებგვერდი
https://silkroad.ibsu.edu.ge/
შინაარსი
აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია: ტენდენციები და
პერსპექტივები“ გაიმართება 2019 წლის 11-12 ოქტომბერს თბილისში, საქართველო.
კონფერენციაში გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის,
საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის სფეროს
წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემოს შექმნას გლობალიზებულ
სამყაროში არსებული პრაქტიკის, გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვისათვის.
კონფერენცია მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განიხილონ მნიშვნელოვანი
გლობალური და რეგიონალური ღონისძიებები და აქტუალური პრობლემები.
კონფერენციის თემებია:
თემა 1 – პოლიტიკა
ნაშრომი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს:
ჟურნალისტიკა: ადამიანის უფლებები და მედია; საქართველოს ევროატლანტიკურ
სივრცეში ინტეგრაციის თემატიკა ქართულ მედიაში; პრორუსული პროპაგანდა ქართულ
მედიაში; ყალბი ინფორმაციის გავრცელების ხერხები.
ეკონომიკა: ახალი ტენდენციები გლობალურ ეკონომიკაში; ეკონომიკის, რეგიონების,
ფილიალების, ინდუსტრიების და საწარმოების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის
განმსაზღვრელი ფაქტორები; ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა; ადამიანური
კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, დასაქმების პრობლემა, საერთაშორისო მიგრაცია,
ემიგრაციის საკითხები, საპენსიო სისტემა სხვადასხვა ქვეყნებში, ვალუტის დევალვაცია.
საერთაშორისო ურთიერთობები: უსაფრთხოების ჰიბრიდული გამოწვევები და ომის
ტრანსფორმაცია; ევროპეიზაცია: საგარეო განზომილება; გლობალიზაცია vs ფრაგმენტაცია?
ადგილობრივი დაპირისპირებები და გლობალური გამოწვევები; აღმავლობის პერიოდში
მყოფი ძალები და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გამოწვევები; სამხრეთ კავკასია: შიდა
მოვლენების განვითარება და საგარეო აქტორები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., თბილისი, 0131, საქართველო

 vrr_asst@ibsu.edu.ge

საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა: საჯარო სექტორის რეფორმირება:
საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები; ღია მმართველობის პარტნიორობა
(OGP); სამოქალაქო ჩართულობა საჯარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში (კავკასიაში); პოლიტიკური სისტემა: საპრეზიდენტო და საპარლამენტო
მმართველობების განვითარების ტენდენციები; პარტიული პოლიტიკა: პოლიტიკური
პარტიების ბუნება და პარტიული სისტემები; საარჩევნო სისტემები, ამომრჩევლის ქცევა და
პოლიტიკური კომუნიკაცია; პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური მონაწილეობა,
აქტივიზმი და სოციალური მოძრაობები.
თემა 2 – სამართალი
ნაშრომი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს: შრომითი და სამომხმარებლო რეგულაციები
(მათი გავლენა ეკონომიკის ზრდაზე; სამართლებრივი ტენდენციები მომხმარებელთა დაცვის
სფეროში); ფინანსური ბაზრების რეგულაციების სამართლებრივი ასპექტები (განვითარების
პერსპექტივები; საკრედიტო რეგულირების სისტემები; საბაჟო საგადასახადო სისტემები);
კორპორაციული მართვის რეგულირების პერსპექტივები (სამართლებრივი საკითხები
სადაზღვევო სფეროში; სამუშაო საათების რეგულირების სისტემები; ბიზნესის კეთების
სამართლებრივი მექანიზმები; ტურ-პაკეტების რეგულირების რეფორმის პერსპექტივა)
თემა 3 – ბიზნესი
ნაშრომი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს: ბიზნესი; მარკეტინგი; ფინანსები;
ბუღალტერია და აუდიტი; ტურიზმი.
თემა 4 – ტექნოლოგიები
ნაშრომი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს: სიგნალის დამუშავება და ანალიზი;
გამოთვლა და დამუშავება; კომუნიკაცია, ქსელები, უსაფრთხოება და მაუწყებლობა; ძალა,
ენერგია და ინდუსტრიული აპლიკაცია; საინფორმაციო სისტემა და მულტიმედია.
თემა 5 – ისტორია
ნაშრომი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს: იმპერიალიზმიდან გლობალიზაციამდე
(იმპერია, იმპერიალიზმი და გლობალიზაცია); საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე;
მიგრაცია, კოლონიზაცია და დეკოლონიზაცია; ადამიანის უფლებები, კულტურული
მრავალფეროვნება და გლობალიზაცია.
მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა – 23 აგვისტო, 2019 წ.
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა – 13 სექტემბერი, 2019 წ.
კონფერენციის თარიღი – 11-12 ოქტომბერი, 2019 წ.
გთხოვთ, თქვენი აბსტრაქტი გადმოაგზავნოთ ვებგვერდზე არსებული რეგისტრაციის
ველიდან, ხოლო ნაშრომის სრული ვერსია (ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word
– ის ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე – silkroad@ibsu.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ –
SR19. ავტორებს შედეგები ეცნობებათ აბსტრაქტის წარდგენიდან 2-3 კვირის განმავლობაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., თბილისი, 0131, საქართველო

 vrr_asst@ibsu.edu.ge

ვიზა
საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ბევრ ქვეყანასთან. ამის მიუხედავად, გთხოვთ,
კონკრეტული სავიზო მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს –
www.evisa.gov.ge.
ჩატარების ადგილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კორპუსი: 2, დავით აღმაშენებლის ხეივანი,
მე-13 კმ., თბილისი, 0131, საქართველო.
კონფერენციის ენა
აბსტრაქტის გადმოგზავნა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
საცხოვრებელი
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ ადგილები.
საფასური
სტატიის რეგისტრაციის ღირებულება საერთაშორისო მონაწილეებისათვის არის $50 ხოლო
ადგილობრივი მონაწილეებისათვის GEL50.
გთხოვთ, კონფერენციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს კოლეგებსა და
სტუდენტებს შორის.
საკონტაქტო ინფორმაცია
კონფერენციის, ჩატარების ადგილის, რეგისტრაციის ან მოხსენების ატვირთვის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: silkroad.ibsu.edu.ge
ელ.ფოსტა: silkroad@ibsu.edu.ge