მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი.

2011 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012-2013 წლებში ფონდი ღია საზოგადოების დაფინანსებით მუშაობდა ინგლისში, დარამის უნივერსიტეტში მოწვეულ მეცნიერად ფაკულტეტის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

2001 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ბიზნესის, საკორპორაციო და გადაზიდვების სამართალში ერასმუსის სახელობის როტერდამის უნივერსიტეტში (ჰოლანდია). 2016 წელს დაასრულა დისტანციური კურსი კონკურენციის სამართლის ეკონომიქსში ლონდონის უნივერსიტეტის მეფის კოლეჯში. 2016 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „კარტელის არსი და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები კონკურენციის სამართლის მაგალითზე“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: კონკურენციის სამართალი, მომხმარებელთა სამართალი და ბიზნესის სამართლებრივ გარემო.

რამდენჯერმე იყო გერმანიაში კონკურენციის სამართალში კვლევაზე კიელისა და მაქს პლანკის უნივერსიტეტში. აქვს გამოქვეყნებული ბევრი სამეცნიერო ნაშრომი ინგლისურ და ქართულ ენაზე კონკურენციის სამართალში.