შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა იურიდიული კლინიკის ფარგლებში 16 – 17 თებერვალს გაზაფხულის სემესტრის 🔺პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law”🔻 მე-10,მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებმა 👩‍🎓რუსუდან შაშიკაძემ 👩‍🎓თათა ჩხიკვაძემ,👨‍🎓გიორგი შალამბერიძემ და 👩‍🎓თამთა თინაშვილმა, ლექციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე: ⭕️1. „წარმატებული კომუნიკაცია, წარმატებული ურთიერთობებისთვის“⭕️„სახელმწიფო – აუცილებელი ბოროტება“.⭕️ მედია,ინტერნეტ უსაფრთხოება. ⭕️განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ლექციები მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში,მოსწავლეებმა განიხილეს აქტუალური პრეცედენტები და თანაბრად განივითარეს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
📜მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
💬მოსწავლეების შეფასებით: „ამ პროექტმა ძალიან ბევრ მომავალ ახალგაზრდა იურისტს ჩაუყარა საფუძველი…“
🎯საბედნიეროდ უმრავლესობამ ჩვენი პროექტის დახმარებით გააკეთა არჩევანი და ახალი სემესტრიდან განსხვავებულ ამპლუაში, სტუდენტის სტატუსით გვექნება მათთან შეხვედრის შესაძლებლობა.
გაზაფხულის სემესტრის “Street Law”- ს პირველი ნაკადი დაკომპლექტდა თბილისის მე-16, 141-ე და 112-ე საჯარო სკოლისა და არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონის მოსწავლეებისაგან, სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სკოლის დირექტორებს, განსაკუთრებული ინტელექტუალური რესურსის მქონე სტუდენტების შერჩევისათვის ვიმედოვნებთ რომ აქტიურად გავაგრძელებთ უთიერთთანამშრომლობას შემდგომი პროექტებისთვის.
  • image-2019-02-19 (1)
  • image-2019-02-19 (2)
  • image-2019-02-19
  • image-2019-02-19 (8)
  • image-2019-02-19 (6)
  • image-2019-02-19 (7)
  • image-2019-02-19 (3)
  • image-2019-02-19 (5)