სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში აგრძელებს პრაქტიკული სამართლის კურსს “Street Law”-ს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა:👨‍🎓გიორგი ჯანიაშვილმა და 👨‍🎓მარიამ კაიშაურმა წაიკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე: 🥇„ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ 🥈 ჩაგვრა ე.წ “Bullying”
🎯ლექციები ორიენტირებულია, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწისა და განვითარებისკენ.
ამ პროექტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ არა მხოლოდ მომავალი პროფესია არამედ ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სადაც მას დაეუფლებით.
დაინტერესებულ მოსწავლეთა რაოდენობა ცხადჰყოფს რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აღიდგინა საქმიანი/საგანმანათლებლო რეპუტაცია და მზად არის ახალი საერთაშორისო განათლებაზე ორიენტირებული სტუდენტების მისაღებად.
#საერთაშორისოგანათლებასაერთაშორისოდასაქმება
#აიეჩიესამართალი
#064

  • image-2019-02-25 (1)
  • image-2019-02-25 (2)
  • image-2019-02-25 (3)
  • image-2019-02-25 (4)
  • image-2019-02-25 (5)
  • image-2019-02-25 (6)
  • image-2019-02-25
  • image-2019-02-25 (7)