ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე, 2006 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, 2009 -2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2011-2015 წლებში მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ”ერისთავი და პარტნიორები” ჯერ უფროსი იურისტის შემდეგ კი ასოცირებული პარტნიორის პოზიციაზე;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქალბატონი თამარი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2012 წლიდან გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით,
2016 წლის 15 ივლისს კი დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე “ხელშეკრულების უარყოფისუფლება: ქართული და ევროპული სახელშეკრულებო სამართლის შედარებითი ანალიზი”.
 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ლაკერბაია უძღვება სანივთო სამართლისა და მედია სამართლის კურსებს.