თეონა არის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტი, ის გამოირჩევა,როგორც აკადემიურ ისე სოციალურ აქტივობებში მონაწილეობით. 2017-2018 აკადემიური წლის სარეიტინგო სისტემაში მოიპოვა პირველი ადგილი , ამჟამად დასაქმებულია სამართლის ფაკულტეტზე სტუდენტ-ასისტენტის პოზიციაზე უშუალოდ კი მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის განვითარებაში.

ამჟამად წარმატებით გადის სტაჟირებას, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.