სამართლის საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 2010 წლიდან. 2016 წელს იგი გამოეყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახით.

ფაკულტეტის მიზანია აღზარდოს განათლებული, ჰუმანური, სოცილაური პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალ და კონკურენტუნარიან იურისტთა თაობა, რომელთა კვალიფიკაცია შესაბამისობაში იქნება თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნებთან. მათი ცოდნა დაფუძნებული იქნება ეროვნულ და ზესახელმწიფოებრივ პრინციპებზე, ინსტიტუტებსა და კონცეფციებზე და მზად იქნებიან იმუშაონ სახელმწიფო, თვითმმართველობისა და კერძო სტრუქტურებში.

სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პრორამებს. კვალიფიციურ აკადემიურ პერსონალთან ერთად, ფაკულტეტზე მოღვაწეობენ პრაქტიკოსი სპეციალისტები და დარგის ექსპერტები. ფაკულტეტი გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, პროგრამა პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. სასწავლო პროცესი, თეორიულ კომპონენტთან ერთად ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამ გზით – კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებაზე. ხშირად ტარდება კონფერენციები, სემინარები, იმიტირებული პროცესები და საჯარო ლექციები. აკადემიური პროგრამა და სასწავლო რესურსები შეესაბამება  წამყვანი სამართლის ფაკულტეტების პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას. სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალკვალიფიციურობით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც მათ საშუალებას აძლევს პროფესიით დასაქმდნენ წამყვან კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს  იურიდიული კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში  წარმომადგენლობას და ადვოკატირებას. ცენტრში ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ტრენერ-ადვოკატის ხელმძღვანელობით, უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, კლიენტების კონსულტირებასა და მათ წარმომადგენლობით პროცესში.

ჩვენთან სწავლის შემთხვევაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით  20-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში. ჩვენ ასევე ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების ფართო არჩევანს, ვინაიდან ამ კომპონენტს წარმატებული საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილად მოვიაზრებთ. უნივერსიტეტი მხარს უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში და ეხმარება მათ დასაქმებაში.