ასოცირებული პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,

სამართლის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი,

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი

2016  წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის  ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივ საკითხთა ქართულ-ევროპულ საკონსულტაციო ცენტრსა (ევროპული გაერთიანების TACIS-ის პროექტი) და ევროპული კავშირის სამართლებრივი ხელშეწყობის სხვა პროექტებში, ხელმძღვანელობდა კერძო საინვესტიციო პროექტებს საზღვარგარეთ.  ახორციელებს კვლევებს კერძო სამართლის მიმართულებით; არის 11 სამეცნიერო ნაშორომის და რამდენიმე პერიოდული გამოცემის თანაავტორი/რედაქტორი.